Sunday, March 29, 2015

დღეს შევისწავლეთ მოსწავლეთათვის საჭიროებები და პროექტის გეგმაზე გავაგრძელეთ მუშაობა. სასწავლო პროცესში პროექტზე მუშაობა და პროექტით სწავლება სასწავლო პროცესში უაღრესად შეუწყობს ხელს მოსწავლის ჩართულობას.

Saturday, March 28, 2015

დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესო და დატვირთული გვქონდა. გავიმეორეთ შესწავლილი მასალა და დავიწყეთ ახალი მასალის შესწავლა პროგრამული მასალით მოსწავლის პრეზენტაცია,შეფასების რუბრიკა გადავხედეთ გეგმებს. მადლობა. უაღრესად საინტერესო მასალა იყო

Sunday, March 22, 2015

მე-5 დღე

ეს დღეც როგორც წინა მეცადინეობები გამეორებით დავიწყეთ. შემდეგ გადავედით ახალი მასალის შესწავლაზე.  შევისწავლეთ საავტორო უფლებების დაგამოყენებული ლიტერატურის დაფიქსირება. ასევე  გაჯეტების საშუალებით შევქმენით ახალი ბლოგი დავამატეთ კომენტარები სურატები და გვერდები. ეს უაღრესად საინტერესო და პროდუქტიული დღე იყო. მადლობა

Saturday, March 21, 2015

მეოთხე დღე

გავიმეორეთ შესწავლილი მასალა, ახლა შევისწავლეთ შეფასების მეთოდები, პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია, ვიმუშავეტ ბლოგში, სურატის ჩატვირტვა ბლოგის სათაურის შეცვლა, წაშლა და აღდგენა.

Sunday, March 15, 2015

მესანე დღე

დავიწყეთ გამეორებით. შემდეგ შევისწავლეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, სტანდარტის დადგენა, მიზნების განსაზღვრა .კითხვების შერჩევა მიმართულებების მიხედვით და პროექტში შეტანა.  ამის შემდეგ კვლავ ბლოგს დავუბრუნდით. ფონოს შერჩევა და მესამე დღის ჩანაწერი.

Saturday, March 14, 2015

ტრენინგის მეორე დღე.

დავიწყეთ გავლილი ანუ შესწავლილი მასალის გამეორებით. დღეს გავეცანით და შევისწავლეთ ბუკლეტის დამზადება. გავხსენით ახალი ფურცელი,მოვახდინეთ დაყოფა ჩავწერეთ ტექსტი გადავიტანეთ ფოტო მასალა.გავეცანით WORDS  ინსტრუმენტებს რომელიც გამოვიყენეთ პუბლიკაციების გამოქვეყნების დროს.ბოლოს შევაჯამეთ დღევანდელი დღე--- მოვახდინეთ რეფლექსია.                    

Saturday, March 7, 2015

პირველი დღე

07.03.2015  ინტელის სასწავლო კურსის პირველი დღე. ტრენერი ქეთი ცერაძე.                                           დასაწყისში გავეცანით ერთმანეთს. ასევე სასწავლო თემატიკას. ვიმუშავეთ                          პროგრამის მიხედვით. ტრენერი - სასიამოვნო ხმის ტემბრი, უაღრესად                                  ყურადღებიანი, გულისხმიერი. ეს ყველაფერი შედეგია პირველი დღის                                  სწავლების პროდუქტიულობის.მადლობა ტრენინგის ორგანიზატორებს!!!                           ვულოცავ გაზაფხულის ყველა დღესასწაულს